პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი მიხეილ სააკაშვილს მადლობას უხდის

1-nato-madlobaსაქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობას უხდის. ამის შესახებ პრეზიდენტის “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილშია ნათქვამი, სადაც  ნატოს გენერალური მდივანი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში საქართველოში მიღწეულ პროგრესზე ლაპარაკობს.

ბატონო პრეზიდენტო, თქვენი საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მსურს მადლობა გადაგიხადოთ იმ ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის, რომელიც გასული წლების განმავლობაში გვქონდა.

დიდად ვაფასებ თქვენს წვლილს საქართველოს დემოკრატიული ტრანსფორმაციისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში საქართველო ნატოსთვის განსაკუთრებული პარტნიორი გახდა მისი რეფორმებისა და იმ მნიშვნელოვანი წვლილის გამო, რომელიც შეიტანეთაისაფ“-ის ოპერაციაში. ნება მომეცით, ალიანსის მოკავშირეთა სახელით, გამოვხატო მადლიერება და ღრმა პატივისცემა იმ ძალისხმევისთვის, რომელიც საქართველომ გასწია, როგორც ნატოს არაწევრ სახელმწიფოთა შორის ყველაზე დიდმა კონტრიბუტორმა ქვეყანამ.

ნატო-საქართველოს ურთიერთობა არსებითად გაფართოვდა ბოლო ათი წლის განმავლობაში. საქართველო არის პარტნიორი, რომელსაც სურს ნატოს წევრობა და თქვენს ქვეყანაში შემდგომი რეფორმების განხორციელების მიზნით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ როგორც ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, ისე ყოველწლიური ეროვნული პროგრამების მიმართულებით. თქვენი ხელმძღვანელობით, საქართველომ გვიჩვენა მტკიცე პროგრესი მთელ რიგ საკვანძო საკითხებში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს წარმატებები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქართველი ხალხის მისწრაფებების მიღწევაში. გისურვებთ წარმატებას თქვენს მომავალ საქმიანობაში”, – ნათქვამია ანდერს ფოგ რასმუსენის წერილში.