პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრი იუნკერებს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებაზე ესაუბრა

1-ministr-pol-1საქართველო, 15 ნოემბერი, საქინფორმი. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერებს შეხვდა. ეროვნული თავდაცვის აკადემიაში სახელმწიფო მინისტრთან შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილი.

სახელმწიფო მინისტრმა იუნკერებს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. მინისტრმა, ასევე, ისაუბრა საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრებასა და საერთაშორისო უსაფრთხოების შესახებ. შეხვედრის მსვლელობისას იუნკერებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს სახელმწიფო მინისტრის გამოსვლის მიმართ და მას შეკითხვები დაუსვეს.