გაზეთის მონაცემებით, ამ დროისათვის პრეზიდენტის პირად დაცვაში ორი მაღალჩინოსანი ოფიცერი გათავისუფლებულია ქცევის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებული მორიგი ისტორიის გამო. ამავდროულად, მათთვის არ ჩამოურთმევიათ კუთვნილი მოწმობები და უწყების სხვა ქვედანაყოფებში გადაიყვანეს.
გამოცემის თქმით, ამა წლის მაისში თეთრ სახლში ახლომდებარე სასტუმროდან საჩივარი შევიდა საიდუმლო სამსახურის თანამშრომელ იგნასიო-სამორა უმცროსზე, რომელიც პერსონალისგან ქალის ნომერში შეშვებას ითხოვდა. როგორც გაირკვა, ეს ქალი სამორამ სასტუმროს ბარში გაიცნო, მასთან ღამე გაათია, ხოლო დილით აღმოაჩინა, რომ შემთხვევით მის ნომერში ტაბელური პისტოლეტის ერთი ვაზნა დარჩა. სპეცაგენტი ოტელში დაბრუნდა და ნომერში შეღწევას შეეცადა.
სამორას ელექტრონული ფოსტის შემოწმებისას მასში „სექსუალური შინაარსის“ წერილები აღმოაჩინეს, რომელთა ადრესატი მისი ერთ-ერთი ხელქვეითი იყო. ანალოგიური წერილები აღმოუჩინეს მის კოლეგას - ტიმოთი ბარაკლოუს. თავად სკანდალის მონაწილენი აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებენ.