სამართალი
"საქართველოს რკინიგზის" 8000-მდე თანამშრომელი გაფიცულია?!

1rkinigza-sam-3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. რკინიგზის თანამშრომლების  საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდება.

პროფკავშირების ინფორმაციით, ამ დროისათვის გაფიცული 8 ათასამდე რკინიგზელი და შეწყვეტილია სატვირთო გადაზიდვებიც. პროფკავშირების წარმომადგენლები და რკინიგზის თანამშრომელთა ნაწილი პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. გაფიცულია ასევე თბილისის საკვანძო სალოკომოტივო დეპო, მახარისხებელი სადგური და სალიანდაგო სამსახური
საწინააღმდეგოს ირწმუნებიან რკინიგზის დეპარტამენტში. მათი თქმით, ყველა დაგეგმილი ტრანზიტი სრულდება და გაფიცულ თანამშრომელთა რაოდენობ სრული შემადგენლობის 5%-საც არ აღემატება.

ამასთან, “საქართველოს რკინიგზაში” აცხადებენ, რომ მზად არიან მოლაპარაკების დასაწყებად, თუმცა ყოველგვარი წინაპირობებიის გარეშე. უწყებაში განმარტავენ, რომ მოლაპარაკების მაგიდა გაფიცულთა მხარემ დატოვა, თავად გაფიცულები კი მოლაპარაკების ჩაშლაში რკინიგზის ადმინისტრაციას ადანაშაულებენ.