სამართალი
შსს-მ ძარცვის ბრალდებით ორი პირი დააკავა

1dzarcva-sam-2საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე–2 მთავარი სამმართველოს და იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, თბილისსა და ქუთაისში ერთობლივად ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიების შედეგად, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ორი პირი – 1957 წელს დაბადებული ოლეგ ო. და 1963 წელს დაბადებული ამირან ი. ჯგუფური ძარცვის ბრალდებით დააკავეს.

დაკავებულებმა 2013 წლის 12 ოქტომბერს ხონის რაიონის სოფელ პატარა ჯიხაისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე რევაზ ხ-ს ოქროს ყელსაბამი და სამაჯური გასტაცეს. სამართალდამცველებმა ოქროს ყელსაბამი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. გამოძიება წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ ძარცვის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 178-ე მუხლის მე–3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი).