„ფინანსთა სამინისტრო აწარმოებს შესაბამის მოლაპარაკებებს „სახალხო ბანკთან“, რომელსაც აქვს ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. უახლოეს დღეებში დამზადდება საჭირო პლასტიკური ბარათები და, გამგეობებიდან გადმოგზავნილი სიების საფუძველზე, მათზე 200-200 ლარი დაირიცხება, - განაცხადა სხდომის დასრულებისას კომისიის თანათავმჯდომარემ, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა დავით ნარმანიამ, - გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ უკვე გამოჰყო ტყე-კაფები, სადაც ამ ოჯახებისთვის საჭირო შეშა უნდა მოიჭრას. მუნიციპალური განვითარების ფონდი ამ ტყე-კაფებამდე მისასვლელ გზებს მოაწესრიგებს. პარალელურად გამოცხადდება ტენდერი, რომელში გამარჯვებული ფირმაც შეშის იმ ადგილებზე მიტანას უზრუნველყოფს, რომлебიც ხელმისაწვდომი იქნება ჩვენი სამიზნე სოფლების მოსახლეობისთვის.“
მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი სიების მიხედვით, ზამთრისთვის შეშის უზრუნველსაყოფად საჭირო დახმარებას გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები 11475 ოჯახი მიიღებს.