მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგულარული კვლევებით დადასტურდა, რომ ყველაზე გავრცელებულ დაავადებათა სიაში დეპრესია 2020 წლისთვის მეორე ადგილზე იქნება, დღეს კი ის მეოთხე ადგილზეა. ჩვენში კი დეპრესია უკვე არის მეორე ადგილზე. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ყოველი მეოთხე ქართველი დეპრესიით არის დაავადებული, რაც თვითმკვლელობების ზრდას იწვევეს, მათ შორის ახალგაზრდებშიც.
მორიგი სუიციდის შემთხვევა მოხდა კახეთში. თელავის მეოთხე საჯარო სკოლის მე-11 კლასელმა ელენე ყურაშაძემ საწამლავი დალია და თავი მოიკლა. გოგონა სოფელ შალაურში ცხოვრობდა.
ოჯახის წევრები და ნათესავები მომხდარის მიზეზებზე საუბარს ერიდებიან. თუმცა სოფელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გოგონა შეყვარებული იყო.
სინამდვილეში რამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე ელენე ყურაშაძე, ამას პოლიცია დაადგენს. მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.