საზოგადოება
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება „იდენტობის“ მიერ მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის გახსნასთან დაკავშირებით

1tashesafari-saz-1-relსაქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს საპატრიარქოს განცხადება
“როგორც საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი, არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობამ განაცხადა, რომ აქვს სურვილი და უკვე შემოწირულობების შეგროვებაც დაიწყეს მიუსაფარი ბავშვებისთვის თავშესაფრის დასაარსებლად. იდენტობაჰომოსექსუალთა და სხვა სქესობრივი უმცირესობების უფლებების დამცველი და მათი აქტიური მხარდამჭერია. ბუნებრივია, იქმნება საშიშროება იმისა, რომ მათიმზრუნველობისქვეშ მოქცეულ არასრულწლოვანებთან ცხოვრების ასეთი წესი იქნ წახალისებული, რაც ბავშვთა საყოველთაოდ აღიარებულიპირადი ცხოვრების უფლებისდარღვევას წარმოადგენს. ეს კი მიუღებელია, როგორც ეკლესიისათვის, ასევე მთელი საზოგადოებისათვის.

აღვნიშნავთ იმასაც, რომ ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას და მიგვაჩნია, რომ მიუსაფარ ბავშვებზე მზრუნველობა უნდა განხორციელდეს სახელმწიფოსთან კოორდინირებით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არა მხოლოდ იდენტობის” შეხედულებისამებრ, დამოუკიდებლად, რადგან ამ შემთხვევაში ბავშვების პირად ცხოვრებაზე და არჩევანზე უარყოფითი ზემოქმედების საფრთხე მეტ-ნაკლებად მოხსნილი იქნება“.