აქტუალური
ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი და ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავენ

1avstria-fin-akt-3საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი.
„თქვენი აღმატებულებავ,
მსურს გადმოგცეთ ჩემი საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად არჩევის გამო.
ნება მომეცით გამოვხატო ჩემი გულწრფელი იმედი, რომ თქვენი პრეზიდენტობის პერიოდში ურთიერთობა საქართველოსა და ავსტრიას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება.

გისურვებთ საუკეთესოს თქვენი პირადი კეთილდღეობისათვის, ასევე წარმატებას თქვენი ყველა მნიშვნელოვანი ამოცანის მიღწევაში.

პატივისცემით.

ჰაინც ფიშერი,

ავსტრიის რესპუბლიკის ფედერალური პრეზიდენტი“

თქვენო აღმატებულებავ, 

მსურს გადმოგცეთ ჩემი გულწრფელი მილოცვა საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო და გისურვოთ წარმატება თქვენს მაღალ პოსტზე.

საული ნიინისტე,

ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი“