აქტუალური
საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ივან გაშპაროვიჩის მილოცვის წერილი საქართველოს ახლად არჩეულ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს
„ბატონო პრეზიდენტო,
ნება მიბოძეთ მოგილოცოთ საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე არჩევა. გისურვებთ წარმატებას თქვენს საპასუხისმგებლო საქმეში, ჯანმრთელობასა და შემოქმედებით ძალას საქართველოს ინტერესების სამსახურში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ.მაქვს გულწრფელი სურვილი, რომ მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა სლოვაკეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის გაგრძელდეს და გაძლიერდეს ჩვენი ქვეყნების საერთო ინტერესების სულისკვეთებით.
ამასთან დაკავშირებით, მოხარული ვარ გამოვხატო ჩემი ურყევი რწმენა, რომ თქვენ შეძლებთ განაგრძოთ პროგრესი და გარდამავალ პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები, ასევე ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის მიმართულებით. სლოვაკეთის რესპუბლიკა არის თქვენი ახლო მოკავშირე ამ გზაზე.“