აქტუალური
საუდის არაბეთის პრინცი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

1abdul-akt-1საქართველო, 14 ნოემბერი, საქინფორმი. საუდის არაბეთის პრინცი სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს:

“გვირგვინოსანი პრინცი სალმან იბნ აბდულაზიზ ალ საუდი, ვიცე პრემიერი და თავდაცვის მინისტრი, ულოცავს გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას.

გვირგვინოსანი პრინცი პრეზიდენტს უსურვებს ჯანმრთელობას, ბედნიერებას და ქართველ ხალხს - სტაბილურ  პროგრესსა და კეთილდღეობას”.