უცხოეთი
ერევანი მთიანი ყარაბაღის მიმდებარე ხუთი ოკუპირებული რაიონის გათავისუფლებაზე დათანხმდა

1-konfliktსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. თურქეთმა მხარდასაჭერად შვეიცარიას მიმართა, რომელმაც, ანკარას აზრით, სომხეთსა და აზერბაჯანს შორის კონფლიქტის გადაჭრაში დახმარება უნდა გაუწიოს და ამ გზით ერევანთან ანკარას ურთიერთობის აღდგენას გზა გაუხსნას. როგორც თურქეთის გავლენიანი გაზეთი Today Zaman დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, შვეიცარიაში ვიზიტისას თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ დავითოღლუმ შვეიცარიის ოფიციალურ პირებს განუცხადა, რომ თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ამასთან, მინისტრმა მიანიშნა, რომ ერევანმა ამისათვის ჯერ აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს. დავითოღლუს აზრით, თუ შვეიცარია ერევნის ამაში დარწმუნებას შეძლებს, ანკარა სომხეთთან საზღვრებს გახსნის.

გაზეთის წყაროს თქმით, აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ არ იქნება წინააღმდეგი თურქეთის მიერ სომხეთთან საზღვრის გახსნისა, თუ ერევანი შვიდიდან მინიმუმ 5 მიმდებარე რეგიონს გაათავისუფლებს. თავის მხრივ, „ერევანმა განაცხადა, რომ მზად არის დატოვოს 5 რაიონი“, - დასძენს გამოცემა.