რელიგია
სამეფო ოჯახმა ბიზნესმენ ლევან ვასაძეს რაინდის წოდება მიანიჭა

1vasaZe-relსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. ქველმოქმედსა და ბიზნესმენ ლევან ვასაძეს სამეფო ოჯახმა რაინდის წოდება მიანიჭა. აღნიშნულ ინფორმაციას ireporter.ge ავრცელებს.

„2013 წლის 31 ოქტომბერს დარეჯანის სასახლეში საქართველოს სამეფო სახლის მეთაურმა, მისმა სამეფო უმაღლესობამ, ბატონიშვილმა ნუგზარმა ქველმოქმედ ლევან ვასაძეს საქართველოს სამეფოს გვირგვინის დინასტიური ორდენის დიდი ჯვრის რაინდის წოდება მიანიჭა. ცერემონიალს ესწრებოდა ბატონიშვილი ანა, სამეფო ოჯახის წევრები, კანცლერი კახა ქორიძე და ორდენის კავალრები დამსწრე საზოგადოებასთან ერთად“, – წერს სააგენტო.