საზოგადოება
ვანო მერაბიშვილის მოვალეობას დროებით მიხეილ მაჭავარიანი შეასრულებს

1miSa-maCavarianiსაქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. მიხეილ მაჭავარიანი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელ მდივნად დაინიშნა. იგი დროებით ვანო მერაბიშვილის მოვალეობას შეასრულებს. შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე მიიღეს, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.

„ის არის ჩვენი პოლიტიკური ლიდერი, ასევე ჩვენ გვყავს პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე. 2 კვირის მერე გვეყოლება ყველა პოლიტიკური მდივანი. პოლიტიკური მიმართულებების მიხედვით. პლენარული მდივნის ფუნქციებს მისი არყოფნის შემთხვევაში შეასრულებს აღმასრულებელი მდივანი“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმაб „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა.