აქტუალური
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებაზე განაცხადების მიღების ვადა ამოიწურა

1ucxoeili-akt-2საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული გზით მიღების მოთხოვნით რამდენიმე დღის განმავლობაში პრეზიდენტის რეზიდენციასთან ათობით ადამიანი იყო შეკრებილი.

ამ დროისათვის ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციას მოქალაქეობის მიღების მოთხოვნით უკვე რამდენიმე ათასმა ადამიანმა მიმართა.

„დიდი ხანია აქ ვცხოვრობ, აქ ჩაწერილი ვარ უკვე და მინდა აქაური მოქალაქე გავხდე, რომ რამე სერიოზული ბიზნესი დავიწყო“, - განაცხადა ერთ-ერთმა უცხოელმა.

საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭებაზე განაცხადების მიღება გუშინ საღამოს 18 საათზე შეწყდა.