სამართალი
პროექტის მიხედვით, იზრდება თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა და ნაცვლად დღეს არსებული 5 თვითმმართველი ქალაქისა (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი), ეს სტატუსი მიენიჭება იმ ქალაქებსაც, სადაც მოსახლეობის რაოდენობა 15 ათასზე მეტია. თვითმმართველი ქალაქების მიმდებარე სოფლებისგან ჩამოყალიბდება თემები და მათ ბაზაზე ჩამოყალიბდება მუნიციპალიტეტები; თვითმმართველი ერთეულების - ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების მმართველი რგოლები იქნება არჩევითი.
ახალი კოდექსის მიხედვით, გუბერნატორის ინსტიტუტის პარალელურად, შეიქმნება კოლეგიალური ორგანო, რომელშიც წარმოდგენილი იქნებიან საკრებულოს წევრები. ეს ორგანო ჩართული იქნება გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.