სამართალი
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგას შეხვდა
1kolega-sam-1საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პარიზში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ფრანგ კოლეგას - საფრანგეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ მანუელ ვალსს შეხვდა. მინისტრებმა საფრანგეთსა და საქართველოს შორის ცირკულარული მიგრაციის შესახებ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. აღნიშნული ხელშეკრულება ხელს შეუწყობს ლეგალურ მიგრაციას და საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების დამატებით შესაძლებლობებს უზრუნველყოფს. შეხვედრაზე მხარეებმა ასევე განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები.
ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პერსპექტივების შესახებ ინფორმაციის გაცვლის მიზნით, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა ევროპული საქმეების მინისტრ ტიერი რეპენტინთან. შეხვედრაზე მინისტრები საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული თანამშრომლობის ჩარჩოებით აღებული ვალდებულებების შესრულებასა და სამომავლო გეგმებს განიხილავენ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ფრანგ კოლეგებს ასევე გააცნობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.