შსს–მ დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო
საქართველო, 12 ნოემბერი,
საქინფორმი. შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე 1983 წელს დაბადებული
მაკა ლ. ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის პირადი ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული 6 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია 0,496656 გრ ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის (სსსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) და ნარკოტიკული საშუალების გასაღების მზადების ფაქტზე (სსსკ-ის 18-260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით) მიმდინარეობს.