აქტუალური
„თავისუფლება ბაჩოს!” – “თავისუფალმა ზონამ” პროკურატურასთან აქცია გამართა

1bacho-akciaსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ ქალაქის მთავარ პროკურატურასთან „თავისუფალმა ზონის” წევრებმა ბაჩ ახალაიას მხარდასაჭერი აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა  სანთლებით გამოსახეს სიტყვები – “თავისუფლება ბაჩოს”  და შეძახილებით: “ბაჩო, შენთან ვართ!” კიდევ ერთხელ გამოხატეს პროტესტი ახალაიას საპყრობილეში ყოფნის გამო.

„შევიკრიბეთ “თავისუფალი ზონის” წევრები, თანავუგრძნობთ და ვუდგავართ გვერდში. არ არის ბაჩო ახალაია ის პიროვნება, რომელიც უნდა იჯდეს ციხეში. ბაჩო ახალაიამ შექმნა ქართული ჯარი, მოსპო კრიმინალი თითქმის და დღეს კრიმინალებთან ერთად რომ სვამ ამ ადამიანს ციხეში, ეს უბრალოდ სამარცხვინოა, ცირკია ამ ხელისუფლების და აღარ დაადგა ამ ცირკს დამთავრების საშველი!“, - აცხადებდნენ აქციის მონაწილეები, რომელთა თქმით, ახალაია ივანიშვილის პირადი პატიმარია.

მოგვიანებით ”თავისუფალი ზონა” შეუერთდა ახალაიას მხარდამჭერ აქციას  ე.წ. მატროსოვის ციხესთან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ სამხედროების მიმართ არაადამიანური მოპყრობის საქმეზე ბაჩო ახალაიას და მასთან ერთად ბრალდებულების დასკვნითი სასამართლო პროცესი სააპელაციო სასამართლოში 14 ნოემბერს განახლდება.