აქტუალური
რიჩარდ ნორლანდი: „ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს“

1norland-riCსაქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოში აშშ-ის ელჩის რიჩარდ ნორლანდის თქმით, სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხი მოგვიანებით გადაწყდება.

მისივე განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%, ქართული მხარე რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს.

სოჭის ოლიმპიურ თამაშებში საქართველოს მონაწილეობის საკითხზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება მოგვიანებით, როცა თარიღი მოახლოვდება. გასაგებია, რატომ შეიძლება საქართველოში გული დასწყდეთ ამის გამო, მაგრამ საქართველოს სურს კონსტრუქციული ნაბიჯები გადადგას რეგიონში უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე”, – აღნიშნა ნორლანდმა.

მისივე თქმით, ჯერჯერობით უცნობია საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დამსწრე ამერიკული დელეგაციის შემადგენლობა, რომლის მაღალი რანგის წევრების ვინაობას თეთრი სახლი დაასახელებს.