საქართველო, 12 ნოემბერი, საქინფორმი.
თქვენო აღმატებულებავ,
გულითადად გილოცავთ საქართველოს პრეზიდენტად არჩევას. განსაკუთრებით სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისიის (OSCE/ODIHR) განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა გამჭვირვალედ, კონსტრუქციულ გარემოში. რაც ძალიან კარგი სიახლეა საქართველში დემოკრატიის, კონსოლიდაციისა და სტაბილურობისთვის.
გაცნობებთ, რომ ეუთო მზადაა განაგრძოს გრძელვადიანი თანამშრომლობა, რომელიც უკვე არსებობს საქართველოს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან. ამასთან დაკავშირებით 2014 წლის დასაწყისში ვგეგმავ საქართველოში ვიზიტს და იმედი მაქვს, თქვენთან შეხვედრის შესაძლებლობაც მომეცემა, რათა განვიხილოთ ეუთოსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, მათ შორის საქართველოში ეუთოს წარმომადგენლობის განახლების შესაძლებლობებიც.
ღრმა პატივისცემით,
ლამბერტო ზანიერი
ეუთოს გენერალური მდივანი