პუბლიკაციები
პრემიერ-მინისტრი არ იზიარებს თვალსაზრისს, რომ გალის რაიონის მცხოვრებლებს მხოლოდ უვადო “ცხოვრების უფლება” უნდა ჰქონდეთ

1zarub-mnenieსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „უმაღლესი თანამდებობის პირთან ან ქცევის ხაზს ავითარებ, ან ამ გუნდიდან უნდა წახვიდე. სხვა ვარიანტს ვერ ვხედავ. აფხაზეთის რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს შესახებ დებულებაში მკაფიოდ წერია, რომ პრეზიდენტი ნიშნავს და ათავისუფლებს უშიშროების საბჭოს მდივანს“, - ასეთი კომენტარი გააკეთა აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივნის პოსტიდან გათავისუფლებაზე პრემიერ-მინისტრმა ლეონიდ ლაკერბაიამ 31 ოქტომბერს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

„მე ძალიან დიდ პატივს ვცემ და ვაფასებ ამ კაცს, ვაფასებ იმას, რასაც აკეთებდა დ აკეთებს, თუმცა არის ერთი „მაგრამ“, რომელიც მუდამ მაწუხებდა. მოცემულ შემთხვევაში ესაა მისი მუშაობა ანქვაბთან. ძნელია ანქვაბთან მუშაობა?.. მეც ყველაფერი როდი მაწყობდა, ახლა კი მეტ-ნაკლებად მაწყობს, რადგან მეც გავავითარე ჩემი ქცევის ხაზი“, - განაცხადა ლაკერბაიამ.

„სტანისლავ ლაკობას  დიდი ხანია ვიცნობ... უთანხმოება ჩვენ შორის 2003 წელს დაიწყო, როცა მას და კიდევ ვიღაცას მოეჩვენა, რომ არძინბა უნდა ჩამოაგდონ და ვადამდე პრეზიდენტი უნდა გახდეს. იძულებული ვარ ვთქვა - მე ის პრემიერ-მინისტრის პოსტს მავაზობდა, მაგრამ უარი ვუთხარი. ამ ყველაფერმა რა შედეგი გამოიღო, იცით. გაიმართა დიდი შეკრება ფილარმონიაში, სადაც ძალზე საპატივცემულო პიროვნება, რომელიც ცოცხალი აღარ არის, ვ. არძინბას გადადგომის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა. მე ამის წინააღმდეგი ვიყავი და ჯეროდა, რომ სწორად ვიქცეოდი. ამის შედეგ ლაკობა გამინაწყენდა“, - მოუთხრო ჟურნალისტებს ლაკერბაიამ.

პრემიერ-მინისტრის შეცბუნება გამოიწვია იმ ფაქტმა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომის დოკუმენტები ფართო აუდიტორიისთვის ხელმისაწვდომი შეიქნა.

„პოსტიდან გათავისუფლების შემდეგ პრესკონფერენციაზე ლაკობამ განაცხადა, რომ პასპორტების თემაზე მელაპარაკა. ვუთხარი, „უშიშროების საბჭოს მდივანი შენ ხარ, გაიტანე ეს საკითხი საბჭოზე. ამაზე კულუარულად არ უნდა ვილაპარაკოთ. ბოლოს და ბოლოს, 2013 წლის 30 აპრილს საკითხი გატანილი იქნა. იმ დღეს დასრულდა ჩემი მეგობრობა  ლაკობასთან იმიტომ კი არა, რომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე პასპორტიზაციის საკითხები ისე დააყენა, როგორც მანამდე თავის პრესკონფერენციაზე განაცხადა  (30 ოქტომბერს პრესკონფერენციაზე ლაკობა ქართველი მოსახლეობისთვის პასპორტების გაცემის დიფერენცირებულ მიდგომაზე ლაპარაკობდა). სინამდვილეში 30 აპრილს ყველაფერი სხვაგვარად მოხდა. ეს იყო შოვინისტის  გამოსვლა, რომელიც ამბობდა, რომ ამ ხალხს არავითარი უფლებები არ უნდა ჰქონდეს. სხდომის არც ერთი წევრი მას არ დაეთანხმა. მიხეილ ლოგუას კითხვაზე, რა უნდა ვუყოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ცხოვრების უფლება მიეცემათ 5, 10-წლიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, მივიღეთ პასუხი: „მათ მხოლოდ ცხოვრების უფლება უნდა ჰქონდეთ“. რაღაზე უნდა ვილაპარაკო ამის შემდეგ?“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.