მიხეილ სააკაშვილი: „ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს!“
საქართველო, 11 ნოემბერი,
საქინფორმი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, - ასე გამოეხმაურა
მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის სასახლეზე ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვაზე მთავრობის პოზიციას.
„ცოტა ზედმეტი ხომ არ მოსდით მთავრობაში დაბრუნებულ შევარდნაძის მთავრობის თანამდებობის პირებს, როცა ჩემგან იცავენ იმ დროშას, რომლის გამოყენებაზე არაერთი სისხლის სამართლის საქმე აღძრეს ჩემს წინააღმდეგ მაშინ, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ვიყავი. გუმბათიდან რამდენიმე საათით დროშის ჩამოხსნაზე დარდს გამოხატავს ის მთავრობა, რომელიც გეგმავს, რამდენიმე დღეში სამუდამოდ დაუკარგოს ამ სასახლეს სახელმწიფო დაწესებულების სტატუსი. მთელი ეს წლები მკერდით ვატარებ ხუთჯვრიან დროშას, რომელიც დღევანდელი მთავრობის არც ხელმძღვანელის, არც სხვა რომელიმე მინისტრის პიჯაკზე არასდროს დამინახავს.
არავინ ისე არ ამაყობს ამ დროშით, როგორც მე, ვინაიდან როცა შემომქონდა, მაშინაც მამოძრავებდა და ახლაც მამოძრავებს რწმენა, რომ ეს დროშა ყველაზე ზუსტად გამოხატავს ჩვენს ღირებულებებს და ამასთანავე, საუკეთესოა მსოფლიოს სახელმწიფოთა დროშებს შორის!", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.