აქტუალური
კახა კალაძე: „სოჭის ოლიმპიადაზე არწასვლის მიზეზი დღესდღეობით არ არსებობს“

1Kakhaber_Kaladzeსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. სოჭის ოლიმპიადაზე ოფიციალური დელეგაციის გამგზავრების თაობაზე არანაირი გადაწყვეტილება მიღებული არ არის, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ „ღია მმართველობის“ ფარგლებში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როდესაც ვითარება იყო დაძაბული, რუსეთის ოლიმპიურ კომიტეტთან დაკავშირებით ჩვენმა მთავრობამ გააკეთა განცხადება, რომ თუკი იქნება ოლიმპიადაზე საქართველოსთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი ქმედებები, ჩვენი სპორსტმენების გამგზავრების გადაწყვეტილება გადაისინჯება. ახლა არანაირი საფუძველი არ გვაქვს, ეს საკითხი გავააქტიუროთ“, - განაცხადა მინისტრმა, რომლის განმარტებით, მომავალი პრემიერისა და პრეზიდენტის საგარეო ვიზიტები პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ გადაწყდება.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე კი სოჭის ოლიმპიადაზე საქართველოს მთავრობის არწასვლის მიზეზს ვერ ხედავს, ამის შესახებ მან სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ განაცხადა.

„მავთულხლართების გაბმა, როგორც ვიცი, უკვე შეჩერებულია, ოლიმპიადამდე ჯერ ძალიან დიდი დროა და ვნახოთ, თუ როგორ განვითარდება მოვლენები... არ წასვლის მიზეზი დღესდღეობით არ არსებობს“, – განაცხადა კალაძემ.