საზოგადოება
„მან გამოიყენა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი, როგორც საკუთარი, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უწევს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა!“

1fondi-saz-1საქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. „ადამიანი, კანონი, თავისუფლება“ ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშის ნაცვლად პრეზიდენტის მიერ “ნაციონალური მოძრაობის” ყრილობაზე წარმოდგენილი ე.წ. გულებიანი დროშის აღმართვას. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტი წარმოადგენს სახელმწიფო სიმბოლიკის მიმართ უპატივცემულობას.

მან იგივე დამოკიდებულება გამოიჩინა პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიმართ და გამოიყენა ისე, როგორ საკუთარი. სწორედ ამიტომ სახელმწიფოს უწევს ქვეყნის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის და სხვა ხარჯებისთვის ბიუჯეტიდან თანხების გამოყოფა. ასევე, ბატონ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს შევახსენებთ მისსავე სიტყვებს, რომლებსაც ხშირად იმეორებს სხვადასხვა შეხვედრაზე, რომ „ეს რეზიდენცია არის პრეზიდენტის რეზიდენცია და არა სააკაშვილის რეზიდენცია“.  

დიახ, ბატონო პრეზიდენტო, ეს რეზიდენცია ჯერჯერობით ისევ პრეზიდენტის რეზიდენციად ითვლება და თქვენ ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად ითვლებით. საქართველოს სახელმწიფო დროშაც არის ქვეყნის სიმბოლიკა და არა პარტიული დროშა, როგორც ეს თქვენ მიგაჩნიათ!

1fondi-saz-1-qvem