სამართალი
ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შს მინისტრი დაასახელა (ალექსანდრე ჭიკაიძის ავტობიოგრაფია)

1sam-1-CikaiZeსაქართველო, 11 ნოემბერი, საქინფორმი. ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალი შს მინისტრი დაასახელა. მინისტრის პოსტს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ალექსანდრე ჭიკაიძე დაიკავებს.

2013 წლის მარტიდან პოლიციის პოლკოვნიკი ალექსანდრე ჭიკაიძე თბილისის მთავარ სამმართველოს ხელმძღვანელობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა პოზიციაზე ის 2008 წლიდან მუშაობს.

მინისტრის თქმით, ალექსანდრე ჭიკაიძე ღირსეული პოლიციელია, რომელმაც სამინისტროში მუშაობისას ყველა ეტაპი წარმატებით გაიარა და საათივით ააწყო თბილისის მთავარი სამმართველო. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მას ჰყავს პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და იგი ღირსეულად გაართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას.

ირაკლი ღარიბაშვილმა მომავალ მინისტრს ნდობა გამოუცხადა და წარმატება უსურვა.

ალექსანდრე ჭიკაიძ დაბადების თარიღი და ადგილი: 1985 წლის 6 ივნისი, ქ.თბილისი

განათლება: 2007 წ . - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ისტორიის ფაკულტეტი, დიპლომატიის სპეციალობით.

წოდება: პოლიციის პოლკოვნიკი

პროფესიული გამოცდილება:

2008- 2009 წწ - მუშაობდა თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის და ვაკე-საბურთალოს რაიონის სხვადასხვა განყოფილებაში.

2009 წ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი.

2010-2011 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელი

2011-2012 წწ - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პოლიციის განყოფილების უფროსი

2012 -2013 წწ - შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსი

2013 წლის მარტიდან დღემდე - შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსი

ენების ცოდნა: ქართული, რუსული, ინგლისური.

ოჯახური მდგომარეობა: ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

1sam-1-CikaiZe-2