პუბლიკაციები
„საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრს აშშ-ის მხარდაჭერა სჭირდება!“ - დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი ვაშინგტონში კონგრესმენებს, სენატორებსა და ცსს-ს ექსდირექტორს შეხვდნენ

1axali-tarxanვაშინგტონი, 8 ნოემბერი, საქინფორმი. დღეს დასრულდა საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე დავით თარხან-მოურავის, მედიაკავშირი „ობიექტივის“ ხელმძღვანელის ირმა ინაშვილისა და ექსპერტ გიორგი არეშიძის ვიზიტი ვაშინგტონში.

ვიზიტმა ზედმიწევნით წარმატებით ჩაიარა - ქართული დელეგაცია არა მარტო   აშშ-ის კონგრესსა და სენატში, არამედ თეთრ სახლშიც - აშშ-ის პრეზიდენტის თანაშემწემ ისრაელის საკითხებში მეტ ნოსანჩუკმა და, ასევე, ცსს-ს ყოფილმა დირექტორმა ჯეიმს ვულსმა მიიღეს. შეხვედრებზე განიხილებოდა მრავალი სხვადასხვა მიმართულების, როგორც საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებსა და მთლიანად გეოპოლიტიკურ რეალიებთან, ასევე, სოხუმიდან და ცხინვალიდან დევნილების პრობლემების გადაწყვეტის გზებთან დაკავშირებული, საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები. საუბარი შეეხო, ასევე, საქართველოს უწინდელსა და ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს, კერძოდ, ძალიან პოზიტიური საუბარი გაიმართა საქართველოს ახალ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე - იმაზე, რომ მას ყოველმხრივი მხარდაჭერა სჭირდება აშშ-ის ხელმძღვანელობის მხრიდან. ძალიან სერიოზულად შეეხნენ ბათუმის პრობლემებსაც - თურქეთის პრეტენზიებს ოსმანთა ახალი იმპერიის აღორძინებასთან დაკავშირებით.

 

 

ამ საინტერესო ვიზიტის დეტალებს, რომელიც ცნობილი ისრაელელი პოლიტოლოგის ავიგდორ ესკინის ხელშეწყობით გაიმართა, საქინფორმი მოგვიანებით, ქართული დელეგაციის თბილისში დაბრუნების შემდეგ გაგაცნობთ.

1irma-in