პუბლიკაციები
„ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც 22,7% შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა, რაც 59,1% შეადგენს“ - 2013 წლის 10 თვის დანაშაულის სტატისტიკა

1danaSauli-sam-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო 2013 წლის 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს. მონაცემები ასახავს კრიმინოგენულ მდგომარეობას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით.

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1% -ია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3 %-ით მოიმატა.

2013 წლის 10 თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

ქვეყნის მასშტაბით

2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 24175 
აქედან გახსნილი: 14285
გახსნის მაჩვენებელი: 59,1% 
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 31287 

აქედან გახსნილი: 5789
გახსნის მაჩვენებელი: 18,5%

დანაშაულის კლება: 7112 (22,7 %)
გახსნის მაჩვენებლის მატება: 40,6%

2013 წლის ოქტომბრის თვის მონაცემები 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით:

2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 2640
აქედან გახსნილი: 1703
გახსნის მაჩვენებელი: 64,5%
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 3644
აქედან გახსნილი: 298
გახსნის მაჩვენებელი: 8,2%

დანაშაულის კლება: 1004 (27,6%)
გახსნის მაჩვენებლის მატება: 56,3%

თბილისი:
2013 წელს:
მომხდარი დანაშაული: 1304 

აქედან გახსნილი: 696
გახსნის მაჩვენებელი: 53,4%
2012 წელს:
მომხდარი დანაშაული: 1644
აქედან გახსნილი: 96
გახსნის მაჩვენებელი: 5,8%

დანაშაულის კლება: 340 (20,7%)
გახსნის მაჩვენებლის მატება: 47,5%

სრულად წაიკითხეთ www.police.ge-ზე