საზოგადოება
დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ მოწმეების სახით წარმოადგინა ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ყოფილი თანამდებობის პირები, რომლებმაც განაცხადეს, რომ არანაირი უკანონო პირდაპირი ან ირიბი დავალება ვანო მერაბიშვილისგან ან ზურაბ ჭიაბერაშვილისგან არ მიუღიათ.
„ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი დღეს მთავარი პროკურორის თანამდებობიდან არჩილ კბილაშვილის გადადგომასაც გამოეხმაურა.
„უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში პროკურატურა ივანიშვილის პირად დავალებებს ასრულებს, რაც გულისხმობს პოლიტიკური ოპონენტების განადგურებას, ალტერნატიული აზრის მოსპობას, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაშლას... მისი საქმიანობა მოკლედ შეიძლება, შეფასდეს - რომ იგი იყო ოპონენტების ჯალათი და ჯალათების ადვოკატი. მავრმა თავისი საქმე გააკეთა, მავრს შეუძლია, წავიდეს", - განაცხადა მერაბიშვილმა.