საზოგადოება
პარლამენტს მოუწოდებენ, არ მიიღოს კანონი მორწმუნეთა რელიგიური გრძნობების შესახებ

1relig-saz-2საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივმა და რელიგიურმა ორგანიზაციებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც კიდევ ერთხელ გამოხატეს უარყოფითი დამოკიდებულება პარლამენტში ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას აწესებს  პირის მიერ რელიგიური სიწმინდეების, რელიგიური ორგანიზაციის, ღვთისმსახურის ან მორწმუნის მიმართ სიძულვილის საჯაროდ გამოხატვისათვის.

მიგვაჩნია, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას აღნიშნული კანონის მიღება, რადგან ის ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა სფეროში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო აქტებით დადგენილ სტანდარტებს, მისი მიღება არ გამომდინარეობს უმცირესობათა დაცვის ინტერესებიდან და საქართველოში არსებული რეალობიდან გამომდინარე არსებობს რეალური საფრთხე, რომ მისი მოქმედება სწორედ ამ უკანასკნელთა, ასევე ზოგადად გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ იქნება გამოყენებული.

აღსანიშნავია, რომ ამ განცხადების გავრცელებამდე კანონპროექტთან დაკავშირებით საკუთარი უარყოფითი პოზიცია ღიად დააფიქსირა სახალხო დამცველის აპარატთან არსებულმა რელიგიათა საბჭომაც, რომლის წევრი რელიგიური ორგანიზაციების დიდი ნაწილი ამ განცხადების ხელმომწერიცაა“, – ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელსაც თანდართული აქვს შემდეგი ხელმოწერები:

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)

ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

საერთაშორისო გამჭვირვალობასაქართველო (TI)

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

კავშირისაფარი

კონსტიტუციის 42- მუხლი

ფონდი ALPE

მედიის განვითარების ფონდი (MDF)

თავისუფლების ინსტიტუტი

ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრაცია

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ევანგელურბაპტისტური ეკლესია

სახარების რწმენის ეკლესია

მეშვიდე დღის ქრისტიანადვენტისტთა ეკლესია

საქართველოს ევანგელურპროტესტანტული ეკლესია

ევანგელურბაპტისტური ეკლესია მადლი

მეგობართა რელიგიური საზოგადოებაკვაკერები

სრული სახარებისეული ეკლესია ღვთის ერი