საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: „დარწმუნებული ვარ, რომ ოთარ ფარცხალაძე ძალიან ეფექტიანი პროკურორი იქნება“

1Rariba-saz-1საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. ოთარ ფარცხალაძე კარგი და ეფექტიანი მთავარი პროკურორი იქნება, - ამის შესახებ მოქმედმა შს მინისტრმა და მომავალმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს საგურამოში განუცხადა. 
ღარიბაშვილის განმარტებით, თეა წულუკიანიც და ირაკლი ალასანიაც ახალ მინისტრთა კაბინეტში თანამდებობებს შეინარჩუნებენ, ამასთან, ძირეული გადაადგილებები მთავრობაში არ იგეგმება.

”მთავარი ცვლილებები არის, რომ ჩვენ გვეყოლება ახალი მთავარი პროკურორი და ჩემი შემცვლელი”, - აღნიშნა ღარიბაშვილმა, რომელსაც არ დაუკონკრეტებია, დაიკავებს თუ არა შს მინისტრის თანამდებობას მისი რომელიმე მოადგილე. 
საგურამოში დღეს ილია ჭავჭავაძის იუბილე აღინიშნება, სადაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის სხვა წევრებთან ერთად იმყოფება.