სამართალი
„ბანკი რესპუბლიკა“ პანიკამ მოიცვა

banki-respublikaგანგაში იყო დღეს დილით „ბანკი რესპუბლიკას“ წერეთლის ფილიალში. ბანკში განგაშის სიგნალი ორჯერ გაისმა. ადგილზე დაცვის პოლიციის ორი ეკიპაჟი ორჯერ გამოცხადდა.

დეტალური დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს თანამშრომლის დაუდევრობამ გამოიწვია.

მან შემოსვლისას კარებში არ დააფიქსირა გასაღები, რამაც უსაფუძვლო პანიკა გამოიწვია და ბანკის ორსული თანამშრომელი შეუძლოდ გახდა.

ბანკის თანამშრომლები უკვე შეუდგნენ კლიენტების მომსახურებას.