აქტუალური
კახა კუკავა: “სამარშრუტო ტაქსებზე ჩატარებული ტენდერი უნდა გაუქმდეს!“

1kukava-akt-1საქართველო, 8 ნოემბერი, საქინფორმი. 7 ნოემბერს თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებათა კომისიის სხდომაზე განსახილველად გამოტანილი იყო მერიის მიერ 2011 წელს ჩატარებული მიკროავტობუსების ტენდერის საკითხი.

სხდომაზე მოხსენებით გამოვიდა კომისიის თავმჯდომარე კახა კუკავა, რომელმაც აღნიშნა, რომ ჩატარებული ტენდერი რეალურად კორუფციულ გარიგებას წარმოადგენდა, რომლისგანაც პირად სარგებელს გიგი უგულავა და მისი გარემოცვა იღებდნენ. ამდენად, უსამართლოდ და უკანონოდ ჩატარებული ტენდერი უნდა გაუქმდეს.

კომისიის სხდომის პარალელურად, საკრებულოსთან ტრანსპორტის სფეროში დასაქმებულთა აქცია გაიმართა. მანიფესტანტებმა ტენდერის გაუქმება და მათთვის სამართლიანი პირობების დაწესება მოითხოვეს.