საზოგადოება
სომალელი მეკობრეების ტყვეობაში მყოფი ქართველების მდგომარეობა გაუსაძლისია

somaleliამის შესახებ ინფორმაციას ბათუმის საზღვაო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სულიკო სურმანიძე ავრცელებს. სურმანიძის თქმით, ტყვეობაში მყოფი ქართველების გათავისუფლება უახლოეს მომავალში ვერ მოხერხდება, რადგანაც მეკობრეებთან მოლაპარაკებები ჩიხშია შესული.

"მეკობრეებთან მოლაპარაკება ჩიხშია. ისინი ქართველი მეზღვაურების გასათავისუფლებლად მილიონ დოლარს ითხოვენ. ქართულ მხარეს ეს თანხა არ აწყობს", -ამბობს სურმანიძემ. საქართველოს 15 და თურქეთის 3 მოქალაქე სომალელმა მეკობრეებმა 7 სექტემბერს გაიტაცეს.