უცხოეთი
ჩურკინი: „სოჭი პატივისცემით მიიღებს სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს საქართველოდან“

1za-2საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. რუსეთი პატივისცემით მიიღებს ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სოჭის ოლიმპიადაზე, - ამის შესახებ რფ-ის მუდმივმა წარმომადგენელმა გაეროში ვიტალი ჩურკინმა გენასამბლეის სხდომაზე განაცხადა.

„მინდა დავადასტურო, რომ მიუხედავად საქართველოს მცდელობისა, სოჭის ოლიმპიადის გარშემო პოლიტიკური ბატალიები გამართოს, ქართველ სპორტსმენებსა და გულშემატკივრებს სოჭში სრული პატივისცემით მივიღებთ“, - განაცხადა ჩურკინმა.