პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი: „ბატონი ნაცვლიშვილი უფრო გავლენიანი ფიგურაა პროკურატურაში, ვიდრე ბატონი კბილაშვილი“

1gokaსაქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. როგორც ჩანს, არჩილ კბილაშვილის ვადა ამოიწურა ან კიდევ უფრო მკვეთრი და დაუფიქრებელი მოქმედებების ადამიანების დრო მოდის, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა” გიორგი გაბაშვილმა გენერალური პროკურორის, არჩილ კბილაშვილის მიერ პოსტის დატოვების შეფასებისას განაცხადა. დიდი ხანია საუბრობენ იმაზე, რომ ბატონი ნაცვლიშვილი უფრო გავლენიანი ფიგურა არის პროკურატურაში, ვიდრე თვითონ ბატონი კბილაშვილი. ის გამოყენებული იქნა, როგორც ჩვეულებრივი პოლიტიკური ინსტრუმენტი, პოლიტიკურ ოპონენტზე ზეწოლისთვის, ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის. მას პროკურორის მანტიამოსხმული ჭორიკანა შეგვიძლია ვუწოდოთ. გაუგებარი გადაწყვეტილებებით დაგვამახსოვრა თავი, ისეთით, როგორიც იყო ციხის წამების უშუალო მონაწილის ბედუკაძის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობიდან სრულად გათავისუფლება“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილის აზრით კი, აჩიკო ყველაზე ღირსეული და პატიოსანი პროკურორი იყო, რომელიც კი საქართველოს ჰყოლია. დარწმუნებული ვარ, ქართული საზოგადოებისთვის ის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებს".

ამასთან, ქუცნაშვილი არ ადასტურებს ინფორმაციას მთავარი პროკურორის თანამდებობაზე მისი შესაძლო დანიშვის შესახებ.

„მე არ მივისწრაფი სავარძლისაკენ. ვფიქრობ, რომ ხალხის წარმომადგენლის დროებითი სტატუსი, რაც მე მაქვს პარლამენტის წევრის სახით, არის საკმარისი იმისათვის, რომ დაპირებული პროგრამის რეალიზაციაში შევიტანო წვლილი“, - განაცხადა ქუცნაშვილმა.