საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი „ერეკლეობაზე“ თელავს ეწვია

1erekleobaსაქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თელავს სახალხო დღესასწაულ „ერეკლეობაზე“ ეწვია. ღარიბაშვილი ერეკლე მეორეს მოსახსენიებელ პანაშვიდს ქართველი მეფის სახლ-მუზეუმის ტერიტორიაზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში დაესწრო.

იგი ასევე დაესწრო თელავის ცენტრში ერეკლე მეორეს მოედანზე გამართულ საზეიმო ღონისძიებებსაც. სახალხო დღესასწაული ერეკლეობა მეფე ერეკლე მეორეს იუბილეს აღსანიშნავად თელავში ტრადიციულად ყოველი წლის 7 ნოემბერს იმართება.