აქტუალური
საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის დროებითი საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე გია ვოლსკის განცხადებით, გამორიცხულია, საქართველოსა და აფხაზეთს, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოს შორის რაიმე ხელშეკრულება გაფორმდეს.
„ყველას ახსოვს, რომ რამდენიმე საკითხს ერთობლივად მოეწერა ხელი ქართული და აფხაზი მხარის მიერ, მაგრამ ეს რაიმე სამართლებრივი კუთხით აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას არ ნიშნავს. არ არსებობს აფხაზეთი, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო“, - აღნიშნა დეპუტატმა.
ვოლსკის განცხადებით, ჟენევაში დე–ფაქტო ხელისუფლებას და, განსაკუთრებით, რუსეთს სურდათ ოკუპირებული ტერიტორიები წარმოედგინათ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოები, რის გამოც ფორმულირებები საკამათო გახდა და დელეგაციები ვერ შეთანხმდნენ.