საზოგადოება
არჩილ კბილაშვილმა თანამდებობა დატოვა

1prokurorსაქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი. მთავარმა პროკურორმა არჩილ კბილაშვილმა თანამდებობიდან წასვლის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა და, ამასთან, დეტალურად ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ეს გადაწყვეტილება მიიღო.

კბილაშვილის თქმით, თანამდებობაზე მისი მოსვლა მოხდა ნაადრევად.

 

წინა რეჟიმს რომ მართლმსაჯულების კარი უხეშად არ ამოეგმანა, არც პოლიტიკისაკენ და არც თანამდებობისაკენ გამხედავი არ ვიყავი“, - აღნიშნა მან და დასძინა, რომ არც იმას უარყოფს, მისი და მომავალი პრემიერის მოსაზრებები პროკურატურის გარდაქმნისა და არსებულ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის დროსთან დაკავშირებით ერთმანეთს რომ არ ემთხვევა.

„ბატონ ბიძინასთან ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ ჩვენ შევთანხმდით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად მეც დავტოვო თანამდებობა და მასთან ერთად, როგორც მისმა თანაგუნდელმა და თანამოაზრემ, საქმიანობა გავაგრძელო სამოქალაქო სექტორში. ეს იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკიდან წასულ ბიძინა ივანიშვილს თანადგომა გავუწიო იმ ამოცანების შესრულებაში, რასაც იგი საზოგადო მოღვაწეობისას განახორციელებს“, - განაცხადა კბილაშვილმა და იქვე განმარტა, რომ არავითარი უთანხმოება მასა და მომავალ პრემიერ-მინისტრს შორის არ არსებობს.