გერმანიიდან დაბრუნებულმა უწმინდესმა და უნეტარესმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში იქადაგა. მან ქართველებს აფზახებისა და ოსების წინაშე მეტი პასუხისმგებლობისა და სითბოსკენ მოუწოდა. "ქართველებს მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს აფხაზების წინაშე, ოსების წინაშე. ჩვენ მეტი სულგრძელობა უნდა გამოვიჩინოთ და ქართული სითბო უნდა ვაჩვენოთ მათ.
რაც უფრო იგრძნეს ის სიცივე, რომელშიც დღეს იმყოფებიან, მით უფრო ენატრებათ ქართული სითბო და ქართველი ადამიანი", - ქადაგებს პატრიარქი.
შეგახსენებთ უწმინდესი საქართველოში წუხელ დაბრუნდა. მან გერმანიის ქალაქ ბადენბადენში ორკვირიანი არაგეგმიური სამკურნალო კურსი გაიარა. სამშობლოში დაბრუნებულმა პატრიარქმა აეროპორტში განაცხადა, რომ მას ამ ორი კვირის განმავლობაში ძალიან ენატრებოდა საქართველო და ბედნიერია, რომ სამშობლოში დაბრუნდა.