სამართალი
სამართალდამცველებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ თამარიანში, ზურაბ ქ-ს საცხოვრებელი სახლიდან „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 3 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ასევე ამოღებულია 164 გრამი ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა.
დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.
გამოძიება სსსკ-ის 236-ე მუხლის 1-ლი ნაწილით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ქვეპუნქტით მიმდინარეობს.