პოლიტიკა
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილს ულოცავს

1Zinpini-pol-1საქართველო, 7 ნოემბერი, საქინფორმი.
საქართველოს პრეზიდენტს, მის აღმატებულება ბატონ გიორგი მარგველაშვილს
მსურს გამოვხატო ჩემი გულითადი მილოცვა და საუკეთესო სურვილები საქართველოს პრეზიდენტად თქვენი არჩევის გამო.

ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური კავშირის დამყარების შემდეგ, 21 წლის განმავლობაში განვითარდა ჯანსაღი და მყარი ორმხრივი მეგობრული ურთიერთობები და თანამშრომლობა. ჩინეთსა და საქართველოს შორის არსებობს პოლიტიკური ურთიერთნდობა, პრაგმატული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს ნაყოფიერი მიღწევები, უფრო და უფრო აქტიურად ვართ ჩართული ჰუმანიტარულ კომუნიკაციაში და კოორდინირებულად ვთანამშრომლობთ საერთაშორისო და რეგიონულ საკითხებში. ჩინელ და ქართველ ხალხს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებულმა მიღწევებმა რეალური სარგებელი მოუტანა.

ვადასტურებთ რა ჩინეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობის უდიდეს მნიშვნელობას, მსურს ვითანამშრომლოთ და საერთო ძალისხმევით განვაგრძოთ ორმხრივი ურთიერთობა, რომელიც  სარგებელს მოუტანს ჩვენს ქვეყნებს და ხალხებს.

ვუსურვებ თქვენს ქვეყანას კეთილდღეობას და ხალხს ბედნიერებას.

გისურვებთ წარმატებას და ჯანმრთელობას.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი
სი ძინპინი