უცხოეთი
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა, რომლებსაც საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასწრება სურთ, 14 ნოემბრამდე საქართველოს საგარეო უწყების საიტზე აკრედიტაციის ფორმა უნდა შეავსონ.
აკრედიტაციის გავლა 6 ნოემბრიდან არის შესაძლებელი. უცხოური მედიის წარმომადგენლებმა აუცილებელი დოკუმენტები (რომელთა ჩამონათვალი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საიტზეა მითითებული) უნდა გაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე inauguration.press@mfa.gov.ge.
აკრედიტაციის ბარათების გაცემა 16 ნოემბრიდან დაიწყება.
ახალარჩეული პრეზიდენტის მიერ ფიცის დადების ცერემონიალი თბილისის ცენტრში მდებარე პარლამენტის ძველი შენობის ეზოში გაიმართება.