საზოგადოება
,,ილიაობად’’ მონათლული ,,უიქენდი’’

ilias-saxli2უკვე მეორე დღეა, ყვარელში ილია ჭავჭავაძის 173 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებები მიმდინარეობს. კახეთის გუბერნიამ გადაწყვიტა, წელს ილიაობა პომპეზურად აღენიშნა, თუმცა ყვარელში გამართული ღონისძიებები უფრო წინასწარ დადგმულ პიარკამპანიას ჰგავდა, ვიდრე გენიოსი მწერლისა და საზოგადო მოღვაწისადმი მიძღვნილ ღონისძიებას.

მწვადის, ხინკლისა და ახლადამოვლებული ჩურჩხელების ფონზე უცხოელები და თბილისადან ჩასული სტუმრები თავს კახური ღვინით იქცევდნენ. ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაზე, მის იდეებსა და ხედვაზე ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებით კი არაფერი თქმულა. გარდა ამისა, კახეთის სამხარეო ადმინისტრაციას გაუჭირდა ყვარელში საპატიო მოქალაქის მოძებნა და ეს სტატუსი წილად ჩინოვნიკ არჩილ გეგენავას ერგო.