პოლიტიკა
თავის მხრივ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ბულგარეთის სავაჭრო პალატასა და აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატას შორის გაფორმებული მემორანდუმის გამო ბულგარეთის საგარეო უწყებას მიმართა, სავაჭრო პალატას კი, რომელიც სახელმწიფო სტრუქტურა არ არის, სპეციალური ნოტით მიმართავს.
„შეხვედრა გაიმართა ბულგარეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, სადაც მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ბულგარეთის მხარდაჭერა და პატივისცემა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და დაგვპირდნენ, რომ აუცილებლად მოიძიებენ ინფორმაციას ამის შესახებ“, - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.