პოლიტიკა
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. „ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვუთხარით ივანიშვილს, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყება ქვეყნის განვითარებას ზიანს მიაყენებს“, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა „რადიო თავისუფლებისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა და იქვე აღნიშნა, რომ სააკაშვილის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების შემთხვევაში პროცესები, შესაძლოა, იულია ტიმოშენკოს შემთხვევაზე უარესად განვითარდეს.
მისივე თქმით, ათიოდე დღის წინ, საქართველოში ვიზიტისას, მან და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა რადოსლავ სიკორსკიმ პირდაპირ უთხრეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ ეს არ არის წინსვლის მომტანი გზა.