აქტუალური
„ქართული ოცნების“ აქტივისტი: "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ხალხი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება!"

1drosha-akt-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. „ქართული ოცნების“ ფოთის ორგანიზაციამ დაგმო ქალაქის ცენტრში რუსეთის სახელმწიფო დროშის დაწვის ფაქტი, - ამის შესახებ ინფორმაციას tspress.ge ავრცელებს.

პარტიის ოფისში მიაჩნიათ, რომ აქცია "ნაციონალური მოძრაობის" პიარს ემსახურებოდა. „ქართული ოცნების" ერთ-ერთი წევრის, ზურაბ წულაიას თქმით, ეს იყო კონკრეტული ადამიანების ჯგუფის, და არა სახელმწიფოს პროტესტი.

„დროშის დაწვა მიანიშნებს იმას, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" არის ხალხი, რომელსაც ჭკუა არ მოეკითხება", - აღნიშნა ერთ-ერთმა აქტივისტმა, გიორგი ნადარეიშვილმა. სანდრო ქუჩიშვილის აზრით კი დიპლომატიური ურთიერთობის აღსადგენად კულტურული ურთიერთობის აღდგენაც სავალდებულოა.