აქტუალური
საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ოფიციალური ვიზიტით საფრანგეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
მინისტრი ფრანგ კოლეგასთან ჟან-ივ ლე დრიანთან გამართავს შეხვედრას, სადაც მხარეები სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის დეტალებს განიხილავენ. საუბარი შეეხება ავღანეთის საერთაშორისო მისიას, ასევე ლონდონისა და ვილნიუსის დაგეგმილ სამიტებს.საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია სამხედრო თემაზე და თავდაცვის საკითხებზე ფრანგ სპეციალისტებთან და მკვლევარებთანაც ისაუბრებს. სამხედრო თემა განიხილება ასევე საფრანგეთის ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების გენერალურ მდივან ფრანსის დელონთან და საგარეო საქმეთა სამინისტროს კონტინენტური ევროპის დეპარტამენტის დირექტორ ერიკ ფურნიესთან.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ოფიციალური ვიზიტი საფრანგეთის რესპუბლიკაში 9 ნოემბერს დასრულდება.