საზოგადოება
მურატ ჯიოევი: „იგეგმება დისკუსიის ყველა მონაწილის ერთობლივი განცხადების ხელმოწერა ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ერთგულების შესახებ“

1-jioev-saz-2საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. გუშინ, 5 ნოემბერს ჟენევაში დაიწყო ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებული საერთაშორისო დისკუსიების 25-ე რაუნდი, რომელშიც საქართველოს, რუსეთის, სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის, აშშ-ის, ასევე ევროკავშირის, გაეროსა და ეუთოს წარმომადგენლები მონაწილეობენ.

სამხრეთ ოსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენელი პოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევი, რომლის განცხადებით,  მიმდინარე რაუნდზე  იგეგმება დისკუსიის ყველა მონაწილის ერთობლივი განცხადების ხელმოწერა ძალის გამოუყენებლობის პრინციპის ერთგულების შესახებ, - ამ ინფორმაციას ოსური საინფორმაციო სააგენტო „Рес“ ავრცელებს.

მურატ ჯიოევის თქმით, ჟენევის დისკუსიების მორიგ რაუნდზე ძირითად ამოცანად უნდა იქცეს იმ სამართლებრივი დოკუმენტის შექმნაზე მუშაობაში წინსვლის მიღწევა, რომელიც საქართველოს სამხრეთ ოსეთ მიმართ ძალის გამოუყენებლობას დაავალდებულებს“.

ჟენევის მოლაპარაკებების 25-ე რაუნდზე განსახილველ საკითხთა შორისაა აგრეთვე გამყოფ ხაზებთან არსებული ვითარება.

ჯიოევის თქმით, სამხრეთ ოსეთის დელეგაცია საქართველოს ციხეებში მყოფი სამხრეთ ოსეთის მოქალაქეების შემდგომი ბედის საკითხსაც წამოჭრის.