სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტრო 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს

1statistika-sam-3საქართველო, 6 ნოემბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ოფიციალურ ვებ-გვერდზე 10 თვის დანაშაულის სტატისტიკას აქვეყნებს.

სტატისტიკური მონაცემებით, 2013 წელს, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქვეყნის მასშტაბით დანაშაულმა 7112 ერთეულით იკლო, რაც 22,7%-ს შეადგენს, ხოლო დანაშაულის გახსნის მაჩვენებელმა 40,6%-ით მოიმატა და 59,1% -ია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასევე აქვეყნებს ოქტომბრის თვის დანაშაულის სტატისტიკას როგორც ქვეყნის მასშტაბით, ასევე რეგიონების მიხედვით. 2013 წლის ოქტომბერში ქვეყნის მასშტაბით დანაშაულის კლება 1004 ერთეულით დაფიქსირდა, რაც 27,6%-ს შეადგენს. დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი 64,5%-ია და 2012 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 56,3%-ით მოიმატა.

ქვეყნის მასშტაბით 2013 წელს 24175 დანაშაული დაფიქსირდა. აქედან 14285 საქმე გახსნილია. გახსნის მაჩვენებელი 59.1%-ს შეადგენს. რაც შეეხება 2012 წლის ანალოგიურ პერიოდს, გახსნის მაჩვენებელი 2012 წელს 18.5%-ს შეადგენდა.